საცივი – ქართული საახალწლო სუფრის გვირგვინი. მზადდება ქათმით ან ინდაურით, რომლის ნაწილებს აწყობენ საგანგებოდა გამზადებულ ბულიონში. მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ნიგოზი, რომელიც ბულიონის ნაწილს შეადგენს.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98
საცივს ხშირად ადარებენ ინდურ კერძს, რომელიც კარი საკმაზით მზადდება. ჩემი აზრით, ეს კერძი საცივს მხოლოდ მასში შემავალი სანელებლებითა და კონსისტენციით გავს, თორემ მომზადების ტექნოლოგია და დანარჩენი ინგრედიენტები განსხვავებულია. კარის ინდოელები მრავალნაირად ამზადებენ. ტრადიციულად, მის შემადგენლობაში შედის ქოქოსის რძე, ნაღები, ქათმის ხორცი და სანელებელთა მთელი ჩამონათვალი - ილი, კურკუმა (ყვითელი კოჭა), ჯანჯაფილი (კოჭა), მიხაკი, დარიჩინი და კარი. შედარებისთვის შემოგთავაზებთ კარის რეცეპტს: ქათამს ვჭრით ნაჭრებად, ვშუშავთ ხახვთან ერთად ან ვწვავთ ცხიმში, ვასხამთ ნაღებს სანელებლებთან და ქოქოსის რძესთან ერთად და ვადუღებთ. ზოგჯერ კერძს ემატება მანგო, ანანასი, პომიდვრის პასტა, სხვადასხვა ბოსტნეული, ფქვილი და სახამებელი. ასეთ კერძს აქვს ნაზი კონსისტენცია, მიხაკ-დარიჩინისა და ჯანჯაფილის მკვეთრი არომატი. კარი საცივს გავს ფერით, კონსისტენციითა და არომატით. მხოლოდ სანელებლებით კი კერძის წარმოშობას ვერ განვსაზღვრავთ, მით უმეტეს, რომ ინდაური, რომელიც საცივის აუცილებელი ატრიბუტია, დანარჩენ მსოფლიოში ამერიკის კონტინენტიდან შემოვიდა. ერთ-ერთ რეცეპტში ქოქოსის რძესთან ერთად წინასწარ დამარინადებულ, შემდეგ კი მოხრაკულ (არა მოხარშულ!) ქათამს ემატება 8-10 ცალი კეშიუ - ინდური თხილი, რომელიც სანელებლებთან ერთად ინაყება. ინდური თხილის რაოდენობა, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოა საცივთან შედარებით და გარდა ამისა, მაინც განსხვავებული პროდუქტია. თუ ტექნოლოგიურ მსგავსებას იმაში დავინახავთ, რომ ორივე შემთხვევაში სანელებლები ინაყება და შემდეგ ემატება კერძს, კარის მომზადებასა და საცივის ტექნოლოგიასთან მხოლოდ მკრთალი პარალელის გავლებას თუ შევძლებთ. საცივი ასე მზადდება: ჯერ ინდაური იხარშება, შემდეგ მის ნახარშში იხსნება წინასწარ დიდი ხნის განმავლობაში დამუშავებული, დანაყილი ნიგვზის მასა სანელებლებთან და სხვა ინგრედიენტებთან ერთად, დაჭრილ ინდაურს ესხმება ნიგვზიანი ბულიონი და ერთხელ წამოდუღდება.
http://24saati.ge/index.php/category/style/dinning/2010-12-26/12765
No comments:
Post a Comment