ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.
აჭარული ხაჭაპური — ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენს მოგრძო ფორმის, ღუმელში გამომცვარ ჩაღრმავებულ მასას, რომელშიც მოთავსებულია ყველი. როგორც წესი, სუფრაზე მირთმევამდე ზევიდან ემატება კვერხი.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98
No comments:
Post a Comment